თეგებით ძიება
29. 01. 2024 მსოფლიო

კლაუდია შიფერმა „არგაილის“ პრემიერაზე კატა მიიყვანა

კლაუდია შიფერის კატამ ჩიპმა „არგაილის“ პრემიერაზე ჰოლივუდის ვარსკვლავები დაჩრდილა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფილმის პრემიერა ლონდონში გაიმართა, შიფერმა კი კატა წითელ ხალიჩაზე იმიტომ მიიყვანა, რომ სურათში მანაც ითამაშა. ჩიპი შიფერისა და ფილმის რეჟისორის, მეთიუ ვონის კატაა. სურათში მან ალფი განასახიერა - ჯაშუშური რომანების ავტორის, ელის კატა.

როგორც BBC წერს, ჩიპმა ყველა ფოტოგრაფის, ოპერატორისა და ჟურნალისტისგან გაცილებით მეტი ყურადღება მიიღო, ვიდრე ფილმის მსახიობებმა - დუა ლიპამ, ჰენრი კავილმა, სემ როკველმა, ბრაის დალასმა და სხვებმა.

სიუჟეტის მიხედვით, არგაილი (კავილი) მწერალ ელი კონვეის (ბრაის დალას ჰოვარდი) მიერ მოფიქრებული პერსონაჟია. თუმცა, მწერლის ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მისი ბოლო რომანის სიუჟეტი ნამდვილი ჯაშუშების ცხოვრებასა და მოღვაწეობას ძალიან ზუსტად ასახავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა