როგორი ამინდი იქნება მომავალი ერთი კვირის განმავლობაში? (ვიდეო)
გარემოს ეროვნული სააგენტოს, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა ხათუნა ქოქოსაძემ იმედის ეთერში ვრცლად ისაუბრა, როგორი ამინდი გველოდება მთელი კვირის განმავლობაში.
"ხვალიდან გამოიდარებს მთლიანად საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთში ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება.
2 თებერვლიდან კი ამინდი გაუარესდება, ნალექის სახით წვიმაა ნავარაუდევი, ხოლო მაღალ მთაში თოვლი, ასევე მთაშიც თოვლი.
თბილისში მომავალი ერთი კვირის განმავლობაში - მცირე ნალექია შესაძლებელი, ღამის ტემპერატურა -2,3 შენარჩუნდება", - ამბობს ქოქოსაძე.