"სანამ თქვენ იარსებებთ, მეც ვიარსებებ" - წულუკიანი
საკადრო ცვლილებები შეეხება საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, არსებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის - ჯუანშერ ბურჭულაძის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანი განიხილება. პოზიციის შესაცვლელად ემზადება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანიც.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, პოზიციებს გაცვლიან ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე.
ჩვენი ინფორმაციით, პარასკევს კულტურის მინისტრი თანამშრომლებს დაემშვიდობა და მათ უთხრა, რომ საარჩევნო წელია და ის უფრო აქტიური უნდა იყოს კამპანიის პროცესში.
დღეს წულუკიანმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს აღნიშნულთან დაკავშირებით ასე უპასუხა:
"არა, სანამ თქვენ იარსებებთ, მეც ვიარსებებ".
ერთ-ერთი ვერსიით, საჯარო პოლიტიკურ ველზე გამოსაჩენად ემზადება უტა ივანიშვილი, ასევე, შესაძლოა სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმაც დატოვოს თანამდებობა.