ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვა. ამის თაობაზე მან მთავრობაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. შეგახსენებთ, ეს ამ თანამდებობიდან მისი მეორე წასვლაა. პირველად მას პრემიერ-მინისტრის სავარძლის დატოვება 2015 წლის 23 დეკემბერს მოუწია. ხელმეორედ ის ამ თანამდებობაზე 2021 წელს დაბრუნდა.
მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია დილიდან ვრცელდებოდა.