თეგებით ძიება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 200-მდე მწვრთნელი გადამზადდა, რომელთაც შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ

თბილისის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული და „მწვრთნელთა მხარდაჭერის“ პროგრამით მოსარგებლე მწვრთნელები პროფესიულად გადამზადდნენ.

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში დღეს პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ და დედაქალაქის საკრებულოს წევრებმა მწვრთნელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

პროგრამაში, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, მონაწილეობა 200-მდე მწვრთნელმა მიიღო. კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ტრენინგებს, სადაც მწვრთნელები გაეცნენ თანამედროვე ტენდენციებს, ასევე, იმ სიახლეებს, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში პერიოდულად ინერგება.

გადამზადების პროგრამა „საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ“, „საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ“, „საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ“ და „საქართველოს რაგბის კავშირმა“ განახორციელა, პროცესში კი საერთაშორისო სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

გადამზადების კურსები ხელს შეუწყობს შესაბამის სახეობებში დასაქმებულ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც ბენეფიციარებთან მუშაობის პროცესში აუცილებელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა