პუტინი თურქეთს ეწვევა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თებერვალში თურქეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვი ავრცელებს.
„ალბათ უკრაინის საკითხი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საგანი იქნება“, - განაცხადა იური უშაკოვმა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტსაც გეგმავს.