თეგებით ძიება

"რა თქმა უნდა, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე განიხილება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა" - მდინარაძე

"რა თქმა უნდა, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე განიხილება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საუბრობს.

"რაც შეეხება პრემიერმინისტრის თანამდებობას, დღეს გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განიხილება მისი კანდიდატურა, მე ამას დაგიდასტურებთ, ოღონდ უნდა ვთქვა, ეს იქნება პასუხისმგებლობიანი წინადადება, ბატონმა ირაკლიმაც (ღარიბაშვილი) შეგნებულად არ ახსენა ირაკლი კობახიძის სახელი და გვარი, იმიტომ, რომ ეს ფორმალობა, რეალურ ასპექტში, რეალურ ცხოვრებაშიც დასაცავია. ეს არის წესი, რომლის მიხედვითაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად და ამის შემდეგ ხდება კანდიდატი, ამის შემდეგ უკვე წარედგინება პარლამენტს პარტიის თავმჯდომარის ხელის მოწერით", - თქვა მდინარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა