თეგებით ძიება

უკეთესად რომ გავხდები აუცილებლად მოგიკითხავთ ყველას, ვისაც გეხებათ წამლების, მათ შორის საბავშვო, ფასების გამო! - ირინა სარიშვილი

ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი, რომელიც რამდენიმე დღეა ვირუსს ებრძვის, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ბავშვები საღამოს უკეთესად იყვნენ. სიცხე დავუგდეთ, ცოტა ჭამეს, წყალს და ელექტროლიტებს უპრობლემოდ იღებენ. დილით ისევ სიცხე ჰქონდათ, ველოდებით ტემპერატურის დაწევას. 

მადლობა ყველას ყურადღებისთვის. ბოდიშს გიხდით რომ ვერ გპასუხობთ ჩატში და ტელეფონზე, ამასაც ძლივს ვწერ, რადგან გუშინდელი საღამოდან მეც ძალიან ცუდად ვარ მაღალი სიცხით და ყველაფერი მტკივა. უნდა რამენაირად გავუძლო, რომ მე არ გავხდე მიზეზი კლინიკაში გადასვლის. 

მოკლედ დღეს საღამოს მოვა ექიმი, გვნახავს და რასაც გადავწყვეტთ, დავწერ. 

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას ყურადღებისთვის.

P.S. ისე ცუდად ვარ არაფრის თავი არ მაქვს, არც გინების, მაგრამ ცოტა უკეთესად რომ გავხდები აუცილებლად მოგიკითხავთ ყველას ვისაც გეხებათ წამლების, მათ შორის საბავშვო, ფასების გამო!“ - წერს ირინა სარიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა