წარმატებულ პრემიერ-მინისტრებს სახლში არავინ უშვებს - სამადაშვილი
პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, სალომე სამადაშვილი "დღის ამბების" ეთერში სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება.
სამადაშვილი მმართველ პარტიას გაკოტრებულ პოლიტიკურ ძალას უწოდებს და ამბობს, რომ "ოცნება" პოლიტიკურ სანაგვეშია გადასაგდები.
მეტიც, დეპუტატის თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ "ოცნებას" ევროკავშირის გზაზე არაფერი გაუკეთებია.
თუ "ქართული ოცნების" პოსტულატი, რომ წარმატებული ხელისუფლება არის სწორი, წარმატებულ პრემიერ-მინისტრებს სახლში არავინ არ უშვებს და არავინ არ ცვლის. თუ წარმატებებს მიაღწია ღარიბაშვილმა, რაში სჭირდებოდათ მისი გამოცვლა, მაგრამ თავად იციან, წარმატებული კი არა გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა, რადგან რამდენი კანდიდატის სტატუსიც არ უნდა მიიღოს საქართველომ, ხალხმა ძალიან კარგად გაიგო, რომ "ქართულ ოცნებას" არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ ხელი შეეშალა ამ პროცესისთვის", - ამბობს სამადაშვილი.