თეგებით ძიება

განვიხილავ თანამშრომლობას ყველასთან - მელიასთანაც, ჯაფარიძესთან და ხოშტარიასთანაც - ნიკა გვარამია

"ზო­გა­დად, ჩემს პო­ლი­ტი­კურ გეგ­მა­ზე კონ­სულ­ტა­ცი­ებს მე­გობ­რებ­თან გავ­დი­ვარ, მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც მე­გობ­რე­ბი სხვა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას წარ­მო­ად­გე­ნენ, არ მგო­ნია, რომ მთლად კო­რექ­ტუ­ლი იყოს",- ამის შე­სა­ხებ "მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

"ზო­გა­დად, ჩემს პო­ლი­ტი­კურ გეგ­მა­ზე კონ­სულ­ტა­ცი­ებს მე­გობ­რებ­თან გავ­დი­ვარ, მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც მე­გობ­რე­ბი სხვა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას წარ­მო­ად­გე­ნენ, არ მგო­ნია, რომ მთლად კო­რექ­ტუ­ლი იყოს.

[შეხ­ვედ­რა­ზე] პო­ზი­ცი­ე­ბი გავცვა­ლეთ, მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩემი გეგ­მე­ბის მი­მართ და ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მისი გეგ­მე­ბის მი­მართ.

გან­ვი­ხი­ლავ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ყვე­ლას­თან, ნიკა მე­ლი­ას­თა­ნაც, ზუ­რას­თან [ჯა­ფა­რი­ძე] და ელე­ნეს­თა­ნაც [ხოშ­ტა­რია]. ზო­გა­დად მომ­ხრე ვარ ფარ­თო სა­თა­ნამ­შრომ­ლო ფორ­მა­ტე­ბით. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ოპო­ზი­ცი­ა­ში რა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა რომ არ მოხ­დეს. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ სხვა­ნა­ი­რად იყოს იმი­ტომ, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი კო­ა­ლი­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გა­რე­შე ვერ იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს გვა­რა­მია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა