თეგებით ძიება

ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტის შვილი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ბრალდებით დააკავეს

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის შვილი ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს, - ინფორმაციას რეგონული გამოცემა AJARATIMES.GE ავრცლებს. 

მედიის ცნობით, გურამ ბერიძე ბათუმში, სასტუმრო "ლე მერიდიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც ე.წ კანონიერი ქურდების მონაწილეობით "ქუჩური გარჩევა" გაიმართა. გურამ ბერიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს.

როგორც გამოცემა წერს, საქმე, ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის კუთვნილი კომპანიის საქმიანობას ეხება. ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო "აჭარა თაიმსს" უყვება, რომ მხარეებს შორის კონფლიქტი კომპანიის წილებს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, ბერიძეს წილის დათმობასა და დიდ თანხას სთხოვენ.

გამოცემას კომპანიის საკონტაქტო ტელეფონზე, დირექტორმა ქეთევან ბერიძემ კითხვებზე არ უპასუხა. 

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტი, არჩილ ბერიძე შპს. „Lamini-G“-ის მფლობელია. ბერიძე ასევე, „ქართული ოცნების“ შემწირველია. მან მმართველ პარტიას 20 000 ლარი შესწირა.

ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, სადაც გამოცემას უთრეს, რომ გამოძიება სსკ 236-ე მუხლით მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა