"ფრთხილად იყავით, ბავშვებო! ნუ აკლდებით და გვიუშნოებთ ცხოვრებას" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი გარდაცვლილ 19 წლის გოგონაზე?
"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსლეში პოსტს აქვეყნებს და 19 წლის გოგონას მოულოდნელ გარდაცვალებაზე წერს.
"ახალგაზრდა გოგოს სიკვდილზე გავიგე, რომ გამიცინებდა ხოლმე, ისეთი ნაპერწკალი ჰქონდა, მეგონა, სულ იცოცხლებდა.
არ ვიცნობდი - ჩვენს აქციებზე ვხედავდი ხოლმე სულ, გასართობ ადგილებშიც მხვდებოდა.
ძალიან განვიცდი - მიხაროდა რომ დავინახავდი, ენერგიას მაძლევდა მისი ხასიათი.
ფრთხილად იყავით, ბავშვებო! ნუ აკლდებით და გვიუშნოებთ ცხოვრებას" - წერს ჩერგოლეიშვილი.