თეგებით ძიება

"ბიბლიოთეკაში ნინო დოფიძის სამკითხველო კუთხეს გავხსნით..." - გიორგი კეკელიძე გარდაცვლილ მეგობარს ანდერძს აუსრულებს

სამოქალაქო აქტივისტის ნინო დოფიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე ეხმაურება.

კეკელიძე ნინოს ანდერძს გვიზიარებს და წერს, რომ მის პატივსაცემად სოფელ წრომის ბიბლიოთეკაში ნინო დოფიძის სამკითხველო კუთხე გაიხსნება.

„ჩემმა მეგობარმა ნინო დოფიძემ ასეთი უცნაური ანდერძი რომ დატოვა, ზოგმა იცით ალბათ: ,,დიდხანს ვიფიქრე რა დავილაგო საფლავზე-მეთქი, ხო და, ვაშლი და პიტნა გამოვრიცხე, წიგნები მომიქუჩეთ, მარა ყვავილებთან ერთად, ყვავილებს ვერ შეველევი… მერე ამ წიგნებს გადასცემთ გიორგის, გიორგი წაუღებს მთაში ბავშვებს და წაიკითხავენ ჩემი სულის გასახარად…მშვენიერი ანდერძია.“

იმ კვირაში წრომის – სოფლის, სადაც ნინო დაკრძალეს –  ბიბლიოთეკაში ჩვენ ნინო დოფიძის სამკითხველო კუთხეს გავხსნით…

ეს იქნება ჩვენი ერთი მოკრძალებული პასუხი იმ თავდადებისთვის, რომელსაც ნინო ლიტერატურის სასარგებლოდ გვთავაზობდა,“ – წერს გიორგი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა