თეგებით ძიება

არ ვიცი, რატომ უნდა უკავშირდებოდეს მევახშეობასთან ბრძოლა თსუ-ს - ჯაბა სამუშია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ არ იცის, რატომ უნდა უკავშირდებოდეს მევახშეობასთან ბრძოლა უნივერსიტეტს. მისი თქმით, ეს არ ეხება და არ არის უნივერსიტეტის კომპეტენცია.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტმა ლექტორ აკაკი ჩიქობავასთან დაკავშირებით სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა დააყენა.

"უნივერსიტეტი არის ერთადერთი დღესდღეობისათვის ის დაწესებულება, რომელმაც ყველა დონეზე, აკადემიური საბჭოს, სენატის დონეზე, გარკვეული, ასე ვთქვათ, შუამდგომლობა დააყენა სასამართლოს წინაშე ბატონ აკაკი ჩიქობავასთან დაკავშირებით. პირადად, მეც ასევე.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, მე არ ვიცი, რა შეიძლება იყოს, რატომ უნდა უკავშირდებოდეს მევახშეობასთან, ვთქვათ, ამ შემთხვევაში ბრძოლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. არის თემები, რომლებიც უნივერსიტეტს არ ეხება. არ არის ეს უნივერსიტეტის კომპეტენცია", - ამბობს სამუშია.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტები უკვე რამდენიმე კეკელიძის ქუჩაზე, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების გაპროტესტებისას დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები ლექტორებს მოუწოდებენ, რომ გაიფიცონ, არ ჩაატარონ ლექციები და ამ ფორმით გამოუცხადონ სოლიდარობა უკანონოდ დაპატიმრებულებს.

აკაკი ჩიქობავა თსუ-ის ლექტორია, ხოლო გიორგი ხასაია "ილიაუნის." მათ სასამართლომ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა