რიში სუნაკი კვირაში ერთხელ 36 საათით შიმშილობს
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, "დაბალანსებული ცხოვრების წესის" ფარგლებში მისთვის კვირაში ერთხელ მარხვა მისთვის "მნიშვნელოვანი დისციპლინაა".
the Sunday Times-სთან სუნაკის მეგობრებმა თქვეს, რომ პრემიერი კვირა დღის 17:00 საათიდან სამშაბათის 05:00 საათამდე არაფერს ჭამს. მოგვიანებით, სუნაკმა BBC-ისაც დაუდასტურა, რომ კვირაში 36 საათი შიმშილობს.
"ეს ნიშნავს, რომ დანარჩენი კვირის განმავლობაში, შაქრიანი სასუსნავების მიღება თამამად შემიძლია". - თქვა სუნაკმა.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის შაქრისადმი სიყვარული ახალი არ არის. აქამდე მან საკუთარ თავს "კოკა-კოლაზე დამოკიდებულიც" უწოდა და თქვა, რომ ყველაზე მეტად მექსიკური კოლა მოსწონს, რადგან მას ამზადებენ "ლერწმის შაქრით და არა ფრუქტოზის მაღალი შემცველობის მქონე სიმინდის სიროფით".
ინტერვალური შიმშილი წონაში კლების გავრცელებული მეთოდია. ამ გვარი დიეტის რამდენიმე ვერსია არსებობს.