თეგებით ძიება

როგორ გავზარდოთ სახლის ენერგეტიკული ვიბრაცია ?

1. სალბი სამკურნალო მცენარეა და სადეზინფექციო, ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი და სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები გააჩნია, თუმცა ეს ყველაფერი არაა. სალბის სურნელი ადამიანს გონებრივი და ფიზიკური კეთილდღეობის მიღწევაში ეხმარება. ის შესანიშნავად ამშვიდებს და შთანთქავს უარყოფით ენერგიას.

2. გაითვალისწინეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლი ზედმეტი ნივთებით არ გადატვირთოთ - მათი ენერგიისგან გათავისუფლება ძალიან ძნელი იქნება.

3. ბოლო დროს ჰიმალაის მარილის ნათურები ძალიან პოპულარული გახდა. გარდა იმისა, რომ ლამაზია, ასეთი ნათურა ფენ-შუის სწავლებით, უზრუნველყოფს ნაზ სითბოს და დაბალანსებულ ენერგიას. ჰიმალაის მარილის ნათურა ჰაერში მეტად საჭირო იონებს გამოყოფს, რაც ჰაერს წმენდს და სახლში დადებით ენერგიას ქმნის.

4. ხშირად გაანიავეთ ოთახი და გაწმინდეთ ჰაერი უსიამოვნო სუნისაგან, რომელიც უარყოფით იონებს გამოყოფს. საცხოვრებელ სივრცეში სასიამოვნო სურნელისთვის შეგიძლიათ სხვადასხვა ბუნებრივი ეთერზეთი გამოიყენოთ.

5. იმღერეთ და იღიღინეთ, როცა ბანაობთ, სადილს ამზადებთ თუ სახლს ალაგებთ. აუცილებელი არ არის ოპერის მომღერალი, რომ საკუთარ სახლში იმღერო. უბრალოდ, აკეთეთ ის, რაც გაგახალისებთ და თქვენს სახლს დადებითი ენერგიით დამუხტავს.

6. გახსოვდეთ, რომ საკუთარ სახლში მედიტაცია შესანიშნავი საშუალებაა დასვენებისა და ფიზიკური სივრცის გასაწმენდად.

7. ეთერზეთების გამოყენება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 18000 წლით თარიღდება, თუმცა დღეს ისე პოპულარულია, როგორც არასდროს, რადგან სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს ბუნებრივ საშუალებებს პრობლემების მოსაგვარებლად. ეთერზეთების უმეტესობას დამამშვიდებელი ან განწყობის ასამაღლებელი თვისებები აქვს.

8. სახლში მცენარეების გამრავლება არა მხოლოდ განწყობას ამაღლებს, არამედ ხელს უწყობს ჰაერის სისუფთავეს შენარჩუნებას.

წყარო : funtime


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა