თეგებით ძიება

"სირცხვილი და ქაჯობაა ნარკოტიკის რომანტიზება, ნარკოტიკი არის ის, რაც გართმევს ნაღდს და გაჩეჩებს ტყუილს" - ნესტან ნენე კვინიკაძე

მწერალი და ჟურნალისტი, ნესტან ნენე კვინიკაძე, სოციალურ ქსელში, ნარკოტიკებთან და ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

„ცუდი ტონი ამ თემაზე ლაპარაკი კი არა, - ეს ყბადაღებული და დანაშაულებრივი დუმილია. ნარკოტიკი არის ის, რაც გართმევს ნაღდს და გაჩეჩებს ტყუილს. სირცხვილი და ქაჯობაა ნარკოტიკის რომანტიზება; დღემდე აქტუალურია აზრი, რომ თითქოს, კონკრეტული არტისტები ნარკოტიკის მოხმარებამ აქცია სუპერგმირებად. ტყუილია! ისინი ისედაც მაგრები იყვნენ და უფრო მაგრებიც იქნებოდნენ ნარკოტიკის გარეშე. დავიწყოთ საგანგაშო რეალობაზე ლაპარაკი, თუნდაც საკუთარი გამოცდილების გაზიარებით,“ - წერს ნესტან ნენე კვინიკაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა