ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის ელჩს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა ლიბერგს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.
ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 9 ნაბიჯის შესრულების პროცესზე და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
ელჩთან შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების გარემო და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე ვითარება განიხილეს.
მხარეებმა ასევე შიდაპოლიტიკურ საკითხებზე, წინასაარჩევნო პერიოდზე და პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგზე ისაუბრეს.