თეგებით ძიება

ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ნათლად დაანახა, რომ ნებისმიერი თანამდებობა არის დროებითი მოვლენა - გია ცაგარეიშვილი

გია ცაგარეიშვილი მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებებს ეხმაურება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მთავრობასა და პარტიაში ახალ თანამდებობაზე დასაქმებული ადამიანების გამოცდილება ქვეყნის წინსვლას შეუწყობს ხელს.

„ასე რომ, ვფიქრობ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ნათლად დაანახა, რომ ნებისმიერი თანამდებობა არის დროებითი მოვლენა, ნებისმიერ თანამდებობაზე შეიძლება ადამიანები ჩაენაცვლონ ერთმანეთს და არავინ აპირებს ამისგან რაღაც გადაულახავი ზღურბლებისა და არაამქვეყნიური ტრაგედიების შექმნას“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილი პრემიერი მეორედ 2021 წელს გახდა. მანამდე ის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა