თეგებით ძიება

მშვიდობას აქვს სახელი და მას დონალდ ტრამპი ჰქვია - ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი საერთაშორისო არენაზე ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსია. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

ორბანის თქმით, 2022 წლის თებერვალში დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო აშშ-ს პრეზიდენტი „ევროპაში ომი აღარ იქნებოდა.“

„მას არც ერთი ომი არ დაუწყია. აბრაამის შეთანხმება  ერთადერთი სერიოზული შანსი იყო მშვიდობის, ბალანსისა და ცხოვრების მისაღები წესის დასამყარებლად. ახლო აღმოსავლეთის ძალიან რთულ რეგიონში“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

მისივე თქმით, ორბანი ნომერ პირველი ლიდერია ევროპასა და ამერიკაში.

„დღეს მე ვერ ვხედავ სხვა ლიდერს ევროპაში ან ამერიკაში, რომელიც საკმარისად ძლიერი იქნება ომის შესაჩერებლად. მსოფლიოსა და მშვიდობას აქვს სახელი - დონალდ ტრამპი“, - განაცხადა ორბანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა