ომბუდსმენის გადაწყვეტილება არის მწვანე შუქი სხვა ქალებისთვისაც - ანანია გაჩეჩილაძე
ომბუდსმენის გადაწყვეტილება არის მწვანე შუქი სხვა ქალებისთვისაც, - ასე აფასებს ანანია გაჩეჩილაძე სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება შალვა რამიშვილის სხვა მსხვერპლ ქალებსაც შეაგილიანებს და წაახალისებს, რომ აღნიშნული პრაქტიკა გაიმეორონ.
"ეს გადაწყვეტილება არის მწვანე შუქი სხვა ქალებისთვისაც. ვიცით ყველამ, რომ უამრავი ადამიანი იყო შალვა რამიშვილის მხრიდან შევიწროების მსხვერპლი და ეს გადაწყვეტილება შეაგულიანებს, წაახალისებს ამ ადამიანებს, რომ მიმართონ თუნდაც ანონიმურად სახალხო დამცველის აპარატს და ამ პრაქტიკით ისარგებლონ. თან მინდა, რომ მივმართოთ საელჩოებს და ყველა იმ ინსტიტუციას, რომელიც შეიძლება გასაზღვარვდეს შალვა რამიშვილის ჩართულობას ამ ქვეყნის ცხოვრებაში, - ამბობს ანანია გაჩეჩილაძე.
სახალხო დამცველმა დააკმაყოფილა ანანია გაჩეჩილაძის მოთხოვნა და დაადგინა შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროების ფაქტი.
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შალვა რამიშვილს, მომავალში, პროფესიულ და სხვა ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო, აგრეთვე, დაავალა, რომ რეკომენდაციის შესრულების მიზნით გატარებული ღონისძიებების თაობაზე აცნობოს 20 დღის ვადაში.