თეგებით ძიება
30. 01. 2024 მსოფლიო

ბელგიაში ფერმერების გაფიცვა გრძელდება

ბელგიაში ფერმერების გაფიცვა გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ბრიუსელის საავტომობილო გზები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ჩახერგეს, რამაც ბელგიის დედაქალაქში სერიოზული შეფერხება გამოიწვია.

ფერმერები ევროკავშირის ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა პესტიციდების და სასუქების გამოყენება უნდა შეამცირონ. ასევე, 2030 წლისთვის მიწის ზედაპირის, სულ მცირე, 20% ბუნებრივ მდგომარეობას უნდა დაუბრუნონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნების შესრულება სასოფლო სამეურნეო მიწების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ბელგიელი ფერმერები აცხადებენ, რომ პროტესტს ხუთშაბათს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტამდე გააგრძელებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა