ცნობილ ბრაზილიურ სერიალში, ზორაიდეს როლის შემსრულებელი ჯანდირა მარტინი გარდაიცვალა
ცნობილ ბრაზილიურ სერიალში, ზორაიდეს როლის შემსრულებელი ჯანდირა მარტინი გარდაიცვალა | აღნიშნულ ინფორმაციას TV Globo-ს სცენარისტი გლორია პერესი ავრცელებს.
1944 წელს ბრაზილიის ქალაქ სანტოსში დაიბადა. ახალგაზრდობაში დაინტერესებული იყო თეატრში თამაშით, რამაც სამუდამოდ განსაზღვრა მისი მომავალი. სან პაულოში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, თეატრალურ უნივერსიტეტში, დრამის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
თავდაპირველად ცნობილი გახდა როგორც მწერალი, ნიჭიერი სცენარისტი და დრამატურგი. დროთა განმავლობაში რეჟისურას დაეუფლა. ის არ ოცნებობდა დიდებაზე.
ჟანდირას, როგორც კინო მსახიობის დებიუტი 1977 წელს შედგა, როდესაც ითამაშა ფილმში "Será Que Ela Agüenta?". ამის შემდეგ, ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პერიოდულად ჩნდებოდა ეკრანზე. ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს თამაშობდა. ის სამსახიობო კარიერას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა და როგორც მსახიობი, არც თუ ისე ცნობილი იყო, სანამ სერიალ "კლონში“ არ ითამაშა.
"კლონის“ გამოსვლის შემდეგ, ჟანდირა მარტინი პოპულარული გახდა ბრაზილიაში და სხვა ქვეყნებში, სადაც ტელენოველა აჩვენეს. "კლონის“ შემდეგ მარტინმა იმუშავა მინი-სერიალში "შვიდი ქალის სახლი“, ფილმში "ოლგა“, ახალ ტელენოველაში "ამერიკა“.