თეგებით ძიება

თერჯოლის რაიონის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში პედაგოგი კოლეგას 3 წლის განმავლობაში, სექსუალურად ავიწროებდა

თერჯოლის რაიონის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში პედაგოგი კოლეგას, ბოლო 3 წლის განმავლობაში, სექსუალურად ავიწროებდა. დაზარალებული მედიასთან არ ჩნდება, მისი ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ ბრალდებული მასწავლებელს სქესობრივი ურთიერთობის დამყარებას კატეგორიულად სთხოვდა. უარის მიუხედავად, 50 წლამდე მამაკაცი ქალთან დაახლოების მცდელობებს არ წყვეტდა. მოძალადის ჩამოშორების მიზეზით, მსხვერპლი იძულებული გახდა, სამსახურიდან უხელფასო შვებულებაში გასულიყო.

ბრალდებას უარყოფს დაცვის მხარე. სავარაუდო მოძალადის ადვოკატი დღეს მედიასთან ამტკიცებდა, რომ ქალის სიტყვები ცილისწამებაა, საქმეში კი, დანაშაულის დამამტკიცებელი ერთი ფაქტიც არ არსებობს. 

გამოძიება 35 წლამდე ქალის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მას მსხვერპლის სტატუსიც მიენიჭა. ჩატარდა ექსპერტიზაც, რომელმაც უნდა დაადგინოს, მიაყენა თუ არა ქალს მამაკაცის ქცევებმა ფსიქიკური ტანჯვა.

მამაკაცი ამჟამად დაკავებული არ არის, თუმცა სავარაუდო მოძალადეს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა. ახლა წინ საქმის სასამართლო განხილვებია. პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიებად, პედაგოგის პატიმრობასა და დაკავებული თანამდებობიდან მის გადაყენებას სასამართლო სხდომაზე მოითხოვს. საკითხზე ზესტაფონის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

დანაშაული, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება პედაგოგს ედავება ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: რუსთავი 2


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა