თეგებით ძიება

Financial Times - ზელენსკიმ უკვე გადაწყვიტა, რომ ზალუჟნის თანამდებობიდან გაათავისუფლებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე გადაწყვიტა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გაათავისუფლებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაზეთ Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, 29 დეკემბერს, ზელენსკიმ შესთავაზა ზალუჟნის თავდაცვის საკითხებში მრჩევლის თანამდებობა, მაგრამ გენერალმა უარი თქვა.

წყაროების ცნობით, ზელენსკიმ ზალუჟნის მკაფიოდ განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა დათანხმდება თუ არა მრჩევლის თანამდებობას, მას ამჟამინდელი თანამდებობიდან მაინც გაათავისუფლებენ.

ამავდროულად, ბრიტანული გაზეთის ოთხივე წყარო ამბობს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ოფიციალური განცხადება შესაძლოა მოგვიანებით გაკეთდეს იმის გამო, რომ ინფორმაცია უკვე მედიაში გავრცელდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა