თეგებით ძიება

ვინ არის ქართველი, რომელმაც ტარტუს უნივერსიტეტიდან 158 ათასი ევროს უნიკალური წიგნები მოიპარა?

ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან წიგნების ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მედიის ცნობით, დანაშაული 2022 წლის გაზაფხულზეა მომხდარი.

მათივე ცნობით, ის ბექა ცირეკიძეა.

საქმე ეხება 8 იშვიათი გამოცემის მოპარვას. გამოცემებს შორის, რომლებიც დამნაშავემ მაღალ დონეზე დამუშავებული ყალბი წიგნებით შეცვალა, იყო რუსი მწერლების - პუშკინისა და გოგოლის ნაწარმოებების ორიგინალებიც, რომლებიც მე-19 საუკუნით თარიღდება.

დამატებითი სასჯელის სახით, დამნაშავეს ქვეყანაში ხელახალი შესვლის ხუთი წლით აკრძალვა დაეკისრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა