"მადლობა და გახსოვდეთ, რომ გიყვარდეთ ყველა“ - უკანასკნელი სიტყვები ადამიანის, რომელიც აშშ-ში აზოტის ჰიპოქსიით მოკლეს (ვიდეო)
ადამიანის უფლებადამცველები და მსოფლიო შეძრა აშშ-ის უპრეცედენტო გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვით 58 წლის მამაკაცი კენედ სმიტი აზოტის ჰიპოქსიის გამოყენებით სიკვდილით დასაჯეს.
58 წლის კენეთ იუჯინ სმითი პირველი პატიმარია აშშ-ის ისტორიაში, რომელიც აირადი აზოტის გამოყენებით სიკვდილით დასაჯეს.
ალაბამას შტატში, სმითის სიკვდილით დასჯის დამსწრეთა მიხედვით, პროცედურა 22 წუთი გაგრძელდა, ხოლო პატიმარმა, სპეციალური ნიღბის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით 2 წუთის შემდეგ დაკარგა გონება.
ცნობისთვის, წმინდა სახით აზოტის შესუნთქვა უჯრედების დაშლას და სიკვდილს იწვევს.