თეგებით ძიება

ჩვილების გაყიდვა-გაშვილების საქმესთან დაკავშირებით, თამუნა მუსერიძე კრიმინალურ პოლიციაში იმყოფება

სამშობიაროებიდან ჩვილების  უკანონოდ გაყიდვისა და გაშვილების საქმეზე თამუნა მუსერიძე კრიმინალურ პოლიციაში იმყოფება. 

არასამთავრობო ორგანიზაციის, „ვეძებ“ დამფუძნებელს საგამოძიებო უწყებიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სურდათ მისთვის საქმის ახალი დეტალები გაეცნოთ.

ჩვილების უკანონოდ გაშვილება-გაყიდვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე საქმე 2022 წლის სექტემბერში აღიძრა, თამუნა მუსერიძე რამდენჯერმე გამოიკითხა, თუმცა როგორი მსვლელობა მიეცა გამოძიებას ან გამოიკვეთნენ თუ არა კონკრეტული ბრალდებულები, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა