თეგებით ძიება

„გევედრებით, დედა გადამირჩინეთ!" - ახალგაზრდა მწერალს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

მწერალსა და მთარ­გმნე­ლს, ნიკა ბა­ძა­ღუ­ას საზოგადოების დახმარება სჭირდება.

"ჭირს ვინც სახ­ლში მა­ლავ­და, დე­დაც მას მო­უკ­ვდაო", - ამ­ბო­ბენ ჩვენ­ში (სა­ა­ფხა­ზო­ში), ჰოდა, დედა რომ დიდ­ხანს მყავ­დეს, ვერ დავ­მა­ლავ ამ ჭირს სახ­ლში!სამ­წუ­ხა­როდ, დე­და­ჩემს - თეა ბა­ძა­ღუ­ას აღ­მო­აჩ­ნდა თა­ვის ტვი­ნის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე - გლი­ობ­ლას­ტო­მა და 2024 წლის 9 იან­ვარს ნე­ი­რო­ქი­რურ­გმა ირაკ­ლი თო­ი­ძემ კლი­ნი­კა „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ გა­უ­კე­თა ურ­თუ­ლე­სი მიკ­რო­ო­პე­რა­ცია, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბა მა­ინც რთუ­ლია. პა­ცი­ენტს სჭირ­დე­ბა ექი­მის მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, მა­სა­ჟე­ბი, ახლო მო­მა­ვალ­ში ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სიც დას­ჭირ­დე­ბა.ვი­საც გაქვთ სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუნ­დაც მცი­რე­დით, ამ ურ­თუ­ლესს ბრძო­ლა­ში იქ­ნებ გვერ­დში ამოგ­ვიდ­გეთ"... - წერდა ბაძაღუა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში.

ნიკა ბა­ძა­ღუ­ა დე­დის ჯან­მრთე­ლო­ბის შესახებ „ამბები.ჯი“-სთან საუბრობს:

- დე­და­ჩე­მი თეა ბა­ძა­ღუა 49 წლის არის. 2023 წლის ნო­ემ­ბრის პირ­ველ დღე­ებ­ში აფხა­ზე­თი­დან მეს­ტუმ­რა თბი­ლის­ში. სი­მარ­თლე გი­თხრა, მა­შინ არც მე­ტყვე­ლე­ბა უჭირ­და და არც ხელ-ფეხს უჩი­ო­და, ჩვე­უ­ლებ­რივ და­დი­ო­და, თა­ვი­სით. 16 ნო­ემ­ბერს შე­ვი­ტყვეთ, რომ ჩემი ბე­ბია, დე­დის დედა გარ­და­იც­ვა­ლა და დედა აფხა­ზეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, მაგ­რამ ამ ამ­ბავ­მა იმ­დე­ნად ძლი­ერ იმოქ­მე­და მას­ზე, რომ ბე­ბი­ა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ორ­მო­ცი დღე არ იყო გა­სუ­ლი, ჯანმთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად რომ შე­ერ­ყა. ამი­ტომ დედა კვლავ თბი­ლის­ში ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე და გა­მოკ­ვლე­ვე­ბის­თვის "ავერ­სის" კლი­ნი­კა­ში მი­ვიყ­ვა­ნე.

მაგ­ნი­ტო-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის შემ­დეგ „ავერ­სი­დან“ „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ გა­დაგ­ვა­მი­სა­მარ­თეს, სა­დაც ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და სა­ბო­ლო­ოდ და­უ­დას­ტურ­და თა­ვის ტვი­ნის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე - გლი­ობ­ლას­ტო­მა. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას 17 იან­ვრი­დან სახ­ლში გავ­დი­ო­დით, თუმ­ცა 1 კვი­რის თავ­ზე ისევ ცუ­დად გა­მიხ­და, სუნ­თქვა გა­უ­ჭირ­და და 4 დღის წინ სას­წრა­ფო­თი კვლავ კლი­ნი­კა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ.

ამ­ჟა­მად კვლავ კლი­ნი­კა­ში წევს, კარ­დი­ო­თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. მდგო­მა­რე­ო­ბა მე­ტად რთუ­ლია: დე­დას მარ­ჯვე­ნა ხელ-ფეხი აქვს წარ­თმე­უ­ლი და მე­ტყვე­ლე­ბაც უჭირს. კომ­პი­უ­ტე­რულ­მა კვლე­ვებ­მა კი გუ­ლის გარსში შე­პა­რუ­ლი სი­თხე აღ­მო­ა­ჩი­ნა... ვიცი, რომ გლი­ობ­ლას­ტო­მა არ იკურ­ნე­ბა! ექი­მე­ბის­გან ისიც ვიცი, რომ ამ დი­აგ­ნო­ზის დას­მი­დან პა­ცი­ენ­ტე­ბი ორ წლამ­დე ცო­ცხლო­ბენ!

ისიც კარ­გად ვიცი და ბო­ლომ­დე გა­სიგ­რძე­გა­ნე­ბუ­ლი მაქვს, რომ დე­და­ჩე­მის­თვის რა­საც ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი მისი სი­ცო­ცხლის რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად გა­ხან­გრძლი­ვე­ბის­თვის და ტკი­ვი­ლე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის­თვის კეთ­დე­ბა! თუმ­ცა... უფ­ლის სას­წა­უ­ლე­ბიც რომ ხდე­ბა? - ამი­სი ღრმად მწამს და მჯე­რა! სწო­რედ ამ სას­წა­უ­ლის მო­ლო­დინ­ში რომ ვარ, ამი­ტო­მაც ვიბ­რძვი დე­და­ჩე­მის სი­ცო­ცხლის­თვის ბო­ლომ­დე, რო­გორც ის იბ­რძო­ლებ­და ჩემ­თვის ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში და ვი­თა­რე­ბა­ში!

"ამ რთულ ბრძო­ლა­ში, მარ­ტო არ უნდა დარ­ჩე! ასეთ დროს ვჭირ­დე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს!“ - მი­თხრა ჩემ­მა ძმამ, პა­ა­ტა ბლი­ა­ძემ...იმ მო­მენ­ტი­დან ერ­თობ­ლი­ვად ვიბ­რძვით დე­და­ჩე­მის­თვის მე და თქვენ - ჩემო ძვირ­ფა­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბავ! ოღონ­დაც დედა გა­და­მირ­ჩი­ნე ახლა, უფა­ლო და ღმერ­თო ჩემო და არას­დროს არა­ფერს გთხოვ და არც რა­მე­ზე და­ვი­წუ­წუ­ნებ შენ წი­ნა­შე... უფა­ლო და გუ­ლის­ხმი­ე­რო ადა­მი­ა­ნე­ბო, გე­ვედ­რე­ბით, დედა გა­და­მირ­ჩი­ნეთ!

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე:

TBC ბან­კი - #GE72TB7709845061100084

Liberty ბან­კი - #GE22LB0211151556575000; მიმ­ღე­ბი: ნიკა ბა­ძა­ღუა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა