თეგებით ძიება

ეს ინფორმაცია არ უნდა იყოს დამალული და უნდა დასახელდნენ დაჯარიმებული კომპანიები - ოთო აბესაძე

ეკონომიკის ლექტორი, პროფესორი, ოთო აბესაძე ავტოგასამართ სადგურებზე უხარისხო საწვავის აღმოჩენის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

ეს ინფორმაცია არუნდა იყოს დამალული და უნდა დასახელდნენ დაჯარიმებული კომპანიები ‼️ 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომელ ბენზინგასამართი ქსელების სადგურებში ასხავს საკმაოდ მაღალ ფასად უხარისხო საწვავს ‼️ 

როდესაც ხდება მსგავს საზოგადოებრივად მნიშვნელოვან თემაზე კომპანიების დაჯარიმება, სახელმწიფო უწყება ვალდებულია საზოგადოებას აცნობოს დეტალურად იმის შესახებ თუ სად ასხავდა და ასხავს ნაგავ საწვავს ‼️‼️‼️ - წერს ოთო აბესაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა