„ალტ-ინფოს“ წევრები ბექა ვარდოსანიძის გათავისუფლებას ითხოვენ - აქცია სუს-თან
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან სპეცრაზმია მობილიზებული.
„ალტ-ინფოს“ წევრები მათი თანაგუნდელის ბექა ვარდოსანიძის გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივი პროტესტით და არეულობით იმუქრებიან.

რადიკალების მხარდამჭერი სუს-ში ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში იკითხება.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
ცნობისთვის, ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნის გამო, ბექა ვარდოსანიძის ბინასა და ავტოფარეხში ჩხრეკა ჩაატარეს.
უწყების ცნობით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან.
newshub.ge