ბექა ვარდოსანიძემ სუს-ის შენობა დატოვა
ალტინფოს წევრმა ბექა ვარდოსანიძემ რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა. უცნობია, როდის დაიბარებენ სუს-ში მას გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ.
"არაფერი არ მაქვს დასამალი, ჩემს თვალწინ გაიხსნა ჩემი ფოსტა, მიმოწერები და ასე შემდეგ. გამოჩნდება, მე არაფერი არ მაქვს დასამალი, ტექნიკა ჩამომართვეს", - განაცხადა მან.
ვარდოსანიძის წინააღმდეგ გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს.
საქმესთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადებას გაავრცელა - სუს-ის თანახმად, ვარდოსანიძემ საგამოძიებო უწყებებსა და ტელეკომპანია იმედს ცრუ მეილი მისწერა, რომ კლუბ ბასიანზე, რატის ბარსა და რუსთაველის გამზირზე ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო დამონტაჟებული.
წყარო: formulanews.ge