თეგებით ძიება

ამბები ჩვენი გარდაცვალების შესახებ ნაადრევია – სოფო ხუნწარია

“ამბები ჩვენი გარდაცვალების შესახებ ნაადრევია”- წერს ტელეკომპანია “ფორმულის” გადაცემა “მე-17 სართული”-ს წამყვანი სოფო ხუნწარია, რომელიც ეხმიანება დღეს გავრცელებულ განცხადებას ცალკეული გადაცემების დახურვის შესახებ.

“შაბათ კვირას დაგელოდებით ისევ 15:00 ზე და ისევ მე 17 სართულზე! მტკივნეულია ის რაც ხდება. არც არავინ შემოვიდეს ტექსტით, რომ ვინმე არ განიცდის ან ჰკიდია ეს პროცესი. წინ რთული წელია და ვიბრძოლებთ ბოლომდე!

დიდი მადლობა “მე 17 სართული”-ს გუნდს, თქვენ ხართ ყველაზე კარგები და მაგრები, მადლობა ამისთვის”- წერს სოფო ხუნწარია.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულა“ საინფორმაციო-ანალიტიკური ფორმატის მაუწყებლობაზე გადადის და გადაცემების ნაწილს ხურავს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა