მამუკა ხაზარაძის "მუსტანგს" ცეცხლი გაუჩნდა - რა ვიდეოს აქვეყნებს პოლიტიკოსი?
"ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. კადრები პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. "გადავრჩით, ვაგრძელებთ მოძრაობას" - დაწერა ხაზარაძემ.
როგორც ცნობილია პოლიტიკოსი "მუსტანგით" გადაადგილდება. მან ავტომობილის ვიდეო გასულ კვირას ატვირთა "ტიკტოკზე" და თქვა, რომ აღნიშნული მანქანით იმოგზაურებდა "საქართველოს თითქმის ყველა სოფელსა და რეგიონში".