თეგებით ძიება

ალავერდის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ალავერდის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

"75 წლის ასაკში, გარდაიცვალა ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახური დეკანოზი ფარნაოზ მარგალიტაშვილი. იგი 1981 წლიდან იყო წიგნისმკითხველი და სტიქაროსანი ალავერდის წმინდა გიორგის ტაძარში.

1990 წელს ალავერდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ცერცვაძე) ხელი დაასხა მღვდლად. 1996 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მსახურობდა თელავის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში. 1997 წელს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით. 

სამი ათეული წელი შრომით, თავმდაბლობით და  კეთილი საქმით,  მამა ფარნაოზმა მრევლის სიყვარული  დაიმსახურა.

ვლოცულობთ მისი უკვდავი სულისთვის, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი ცათა, სადაც მართალნი განისვენებენ.

ხუთშაბათს, 1 თებერვალს,  შესრულდება წირვა და წესის აგება თელავის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. წირვა დაიწყება 10 საათზე.  ტაძრიდან გამოსვენება  14 საათზე. დაკრძალვა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ეზოში." - აღნიშნულია ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა