თეგებით ძიება

შემოთავაზება მივიღე, რომ განვიხილო ნატო-ში ელჩობის თანამდებობა - ჯუანშერ ბურჭულაძე

შემოთავაზება მივიღე, რომ განვიხილო ნატო-ში ჩვენი ელჩობის თანამდებობა, რისთვისაც ახალ პრემიერს მადლობას ვუხდი. ეს იქნება 4 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს 4 თვე დასვენების პერიოდი იქნება.

„13 წელია საჯარო მოხელე ვარ, მყავს დიდი ოჯახი. შემოთავაზება მივიღე, რისთვისაც ახალ პრემიერს მადლობას ვუხდი, რომ განვიხილო ნატო-ში ელჩობის თანამდებობა. ეს იქნება 4 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას. ფიქრის დრო მაქვს, ეს 4 თვე იქნება ჩემთვის დასვენების პერიოდი, 13-წლიანი საჯარო მოხელეობის, ასევე მივიღებ გადაწყვეტილებას გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა