თეგებით ძიება

სამთავრობო პროგრამას პარლამენტს, მაქსიმუმ, ხვალ წარვუდგენთ - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ - მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას საკანონმდებლო ორგანოში, სავარაუდოდ, ხვალ წარადგენს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე მისი კანდიდატად დასახელებისა და მხარდაჭერის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა.

 

სწორედ პარლამენტში აპირებს ირაკლი კობახიძე სამთავრობო გეგმებზე დეტალურად საუბარს, თუმცა მანამდე ამბობს, რომ არჩევნებამდე ხელისუფლება არსებული სამთავრობო პროგრამით დასახული მიზნებისა და პროექტების დასრულებაზე იმუშავებს.

„შესაბამისი სამთავრობო პროგრამა საქართველოს პარლამენტს, მაქსიმუმ, ხვალ წარედგინება, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს და იქ იქნება ასახული აბსოლუტურად ყველა პრიორიტეტი. მას შემდეგ, რაც მოვიგებთ საპარლამენტო არჩევნებს, წარვადგენთ 4-წლიან სამთავრობო პროგრამას.

აქედან გამომდინარე, პირველი რიგის ამოცანა იქნება იმ ღონისძიებების ბოლომდე მიყვანა, რომელიც დაწყებულია არსებული სამთავრობო პროგრამის ფარგლებში... არის დიდი პროექტები, მათ შორის უმსხვილესი ავტობანის პროექტი, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი და ამ ღონისძიებებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება, თუმცა ასევე საუბარი გვექნება იმაზე, თუ როგორ მოვემზადებით შემდეგი სამთავრობო ფაზისთვის. ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება სამთავრობო პროგრამაში და საპარლამენტო გამოსვლებში, როდესაც პარლამენტის წინაშე წარვდგებით", - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა