თეგებით ძიება

2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, აგვისტოს ომი არ მოხდებოდა - ირაკლი ღარიბაშვილი

"2008 წელს რომ ყო­ფი­ლი­ყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აგ­ვის­ტოს ომი არ მოხ­დე­ბო­და - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" რჩე­ბა მშვი­დო­ბის და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უმ­თავ­რეს გა­რან­ტად", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ახა­ლარ­ჩე­ულ­მა თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

 

მი­სი­ვე თქმით, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დღი­დან, ქვე­ყა­ნას პირ­ვე­ლად აქვს უწყვე­ტი, ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბი­ა­ნი პე­რი­ო­დი.

"რა თქმა უნდა, მიღ­წე­ვე­ბის­თვის მად­ლო­ბა ეკუთ­ვნის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნი არ არის, რომ 2011 წელს მის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი სა­ხალ­ხო გა­მარ­ჯვე­ბის გა­რე­შე არა­თუ ეს პროგ­რე­სი იქ­ნე­ბო­და შე­უძ­ლე­ბე­ლი, ქვეყ­ნის ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის სა­კი­თხი იდ­გე­ბო­და, შე­იძ­ლე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად ით­ქვას, რომ დღეს ქვე­ყა­ნა ომში იქ­ნე­ბო­და გახ­ვე­უ­ლი. მინ­და გა­ვი­მე­ო­რო, 2008 წელს რომ ყო­ფი­ლი­ყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აგ­ვის­ტოს ომი არ მოხ­დე­ბო­და. ამი­ტომ, დღე­საც მინ­და გა­ვი­მე­ო­რო, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" რჩე­ბა მშვი­დო­ბის და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უმ­თავ­რეს გა­რან­ტად.

მინ­და მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლი­სად­მი, იმის გამო, რომ მომ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ პრო­ცე­სე­ბის მო­ნა­წი­ლე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ჩემ­თვის თა­ნამ­დე­ბო­ბა ყო­ველ­თვის იყო სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მემ­სა­ხუ­რა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე ქვეყ­ნის წინსვლა­ში“, - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა