ვიბრძოლებთ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის და არა უბრალოდ გამარჯვებისთვის - მამუკა მდინარაძე
"მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ოპოზიციური ველი არის მოშიშვლებული და აქ არანაირი პრობლემა არ გვქონდა და არ გვაქვს, კიდევ უფრო მაღალ შედეგებს დავდებთ. საკმაოდ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ვიბრძოლებთ და არა უბრალო გამარჯვებისთვის. ეს არის ჩვენი პარტიული შედეგების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ ქვეყნის გაძლიერების, ეკონომიკის ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი დინამიკის, დეოკუპაციის, სიღარიბის დაძლევის ევროინტეგრაციის, ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტი პროგრესი გვინდა რომ გვქონდეს და ეს გადახალისება ამაში კიდევ უფრო მოგვეხმარება." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სამთავრობო ცვლილებებზე. 29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტიდან უკვე მეორედ გადადგა. კობახიძე ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა.