მოსკოვში წავიკითხე მოხსენება – "მამა სერაფიმე როუზის მისიოლოგია" - მეუფე ნიკოლოზი
ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზის თქმით, ის ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა. მისივე ცნობით, მოსკოვის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტში წაიკითხა მოხსენება თემაზე "მამა სერაფიმე როუზის მისიოლოგია".
"ორი შეხვედრა მქონდა დაგეგმილი: მისიონერული კონფერენცია მოსკოვის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტში, რომელზეც წავიკითხე მოხსენება: "მამა სერაფიმე როუზის მისიოლოგია".
საღვთისმეტყველო სატელევიზიო არხს მოვუყევი ჩემი მოხსენება: "ანდრეი ტარკოვსკის ფილმი სოლარისი და სახარებისეული იგავი უძღები შვილის შესახებ". საუბარი შედგა ღვთისმშობლის ხატის მირქმის სახელობის მონასტერში სემინარიის სტუდენტებთან" - ამბობს მეუფე ნიკოლოზი ტაბულასთან.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, ვიზიტი 22 იანვარს შედგა.