ლუის ჰამილტონი 2025 წელს ფერარის გუნდს შეუერთდება - Sky Sports
ბრიტანული სპორტული გამოცემის, Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფორმულა ერთის 7-გზის მსოფლიო ჩემპიონი, ლუის ჰამილტონი 2025 წელს მერსედესის გუნდიდან ფერარიში გადავა.
Sky Sport-ის მიხედვით, ჰამილტონმა 2023 წლის ზაფხულში 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა მერსედესთან, თუმცა, კონტრაქტის მიხედვით, მას შეუძლია გუნდი 2024 წლის სეზონის ბოლოს დატოვოს.
სავარაუდოდ, ჰამილტონი ფერარის გუნდში კარლოს საინსს ჩაანაცვლებს, რომელსაც კონტრაქტი 2024 წლის ბოლოს გასდის.
ლუის ჰამილტონი მერსედესს 2013 წელს შეუერთდა. მერსედესში ყოფნის დროს ჰამილტონი 6-ჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ხოლო ამ პერიოდში მერსედესის გუნდმა კონსტრუქტორის ჩემპიონატი 8-ჯერ მოიგო.