ვინ დაიკავებს პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილს?
პარლამენტში, ირაკლი კობახიძის გამოთავისუფლებულ ადგილს გიორგი ბარვენიშვილი დაიკავებს. ის "ოცნების" პროპორციულ საარჩევნო სიაში 71-ე იყო.
შეგახსენებთ, დღეს ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინეს.
რაც შეეხება ირაკლი ჩიქოვანის ადგილს, რომელიც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი იქნება. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განმარტა, ჩიქოვანი მაჟორიტარული სიით იყო არჩეული და რადგან საარჩევნო წელს შუალედური არჩევნები არ ტარდება, შესაბამისად, ზუგდიდს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი არ ეყოლება.