თეგებით ძიება

1 მარტიდან უნებართვო სარეკლამო SMS-ები შეწყდება

პირველი მარტიდან სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება. ამას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს, რომელიც გასული წლის ზაფხულზე მიიღეს.

ახალი კანონით, სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა (პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება) დასაშვები ხდება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვის მონაცემებსაც ამუშავებენ.

პირს, ვის მონაცემსაც ამუშავებენ, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია გამოიხმოს მიცემული თანხმობა. მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება შეწყვიტოს პირის მონაცემთა დამუშავება.

ახალი კანონის ამოქმედების მოახლოებასთან ერთად კომპანიებმა თავიანთი მომხმარებლების გაფრთხილება დაიწყეს. მაგალითად, „მაგთიმ“ უკვე დააგზავნა შეტყობინებები, რომ კანონის თანახმად, ვალდებული არიან, გარკვეული ცვლილებები შეიტანონ მომსახურების ხელშეკრულების პირობებში. კომპანიამ აბონენტებს აცნობა, რომ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მათი მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა ან უარი შეუძლიათ განაცხადონ მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა