იტალიაში ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში, პოტენზას რეგიონში, სუპერმარკეტიდან ალკოჰოლური სასმლის მოპარვის ფაქტზე 35 წლის ქართველი კაცი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კაცი იტალიის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდა, თუმცა საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა. მას სუპერმარკეტის თანამშრომლებმა მაშინ შენიშნეს, როცა ზურგჩანთაში მოპარული ალკოჰოლური სასმლის ბოთლების დამალვას ცდილობდა.
დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, მარკეტის თანამშრომლების მიერ გამოძახებულმა სამართალდამცველებმა კი მცირე დევნის შემდეგ დააკავეს.
ჩხრეკის დროს 35 წლის ქართველ კაცს ჩანთაში ალკოჰოლური სასმლის 6 ბოთლი აღმოუჩინეს, რომლის ღირებულებაც 200 ევროს შეადგენდა.
დაკავებულ კაცს სასამართლომ პოტენზას რეგიონში შესვლა და ცხოვრება აუკრძალა.