თბილისში საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა მიმდინარეობს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა იმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საკოორდინაციო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები განიხილავენ საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის: საკონსულო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, საკანონმდებლო ჩარჩოს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, კრიზისულ სიტუაციებში მოქალაქეთა ეფექტიან დახმარებას.
ყურადღება ეთმობა ასევე ევროინტეგრაციის კუთხით არსებულ სიახლეებს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში საკანონმდებლო და სისტემური ხასიათის ცვლილებებს. განიხილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების გაზრდის პერსპექტივები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ცირკულარული შრომითი მიგრაციის, სამინისტროს მიერ საკონსულო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები.