თეგებით ძიება

„ცხოვრებაში პირველად ვლაგდები ციხისთვის“ - რას წერს ნატა ფერაძე?

აქტივისტი, ნატა ფერაძე მის სახლში სამართალდამცველების გამოჩენის შესახებ იუწყება.

მოგვიანებით მან "ფორმულას" ეთერში განმარტა, რომ სამართალდამცველებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გადასცეს.

"ახლა მოვლენ და ხუთი დღით თავისუფლების აღკვეთა გადაწყვიტეს სტალინზე საღებავის შესხმისთვის. იმასაც დავამატებ, რომ საღებავი შეესხა მინას და არა სტალინს და ის ხელუხლებელია, არ გაფუჭებულა. ახლა ველოდები გადაყვანას... ცხოვრებაში პირველად ვლაგდები ციხისთვის",– თქვა ფერაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო შჩერბაკოვმა სამებაში მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა