"მგონია, რომ ორკების შეკვეთა შეასრულეს..." - ნატა ფერაძის დაკავების ვიდეო ვრცელდება
რამდენიმე წუთის წინ ნატა ფერაძე დააკავეს. სამართალდამცველებმა ფერაძე საკუთარ ოფისსი დააკავეს.
"მგონია, რომ ორკების შეკვეთა იყო და შეუსრულეს..." - განაცხადა მან დაკავებისას.
შეგახსენებთ, რომ მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმის საქმეზე თბილისის საქალაქოს სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ციხეში მიშვებენ“, - დაწერა ნატა ფერაძემ.
არსებული ცნობით, აქტივისტი საპატიმროში ხუთ დღეს გაატარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით იძიებდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და სასჯელის ზომად ითვალისწინებს 500-იდან 1000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას.
ნახეთ დაკავების ვიდეო, რომელიც თავად ნატა ფერაძემ გადაიღო: