თეგებით ძიება
02. 02. 2024 მსოფლიო

2023 წელს თავდაცვის ძალების კონტრშეტევაში დაშვებული იყო გარკვეული ტაქტიკური შეცდომები - მიხაილო პოდოლიაკი

2023 წელს თავდაცვის ძალების კონტრშეტევაში დაშვებული იყო გარკვეული ტაქტიკური შეცდომები, რაზედაც საუბრობს როგორც სამხედრო, ასევე, პოლიტიკური სარდლობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. 

„2023 წლის კონტრშეტევასთან დაკავშირებით, დიახ, არის გარკვეული უარყოფითი შედეგი. დიახ, იყო გარკვეული ტაქტიკური შეცდომები, ამაზე საუბრობენ სამხედროები და პოლიტიკური ხელმძღვანელები. ეს არ არის პრობლემა, ეს არის ომი. ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის არა შეზღუდული რესურსების მქონე პატარა ქვეყანა, არამედ რუსეთი, რომელსაც ჰქონდა უზარმაზარი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი“, - აცხადებს პოდოლიაკი.

პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა დიდი რაოდენობით იარაღი დააგროვა და ყველაფერს ხარჯავს უკრაინის ომისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა