თეგებით ძიება

"გარდაცვლილების ასაკი 13, 14 და 15 წელია" - სამი დაკარგული მოზარდის ცხედარი მაშველებმა ტბიდან ამოიყვანეს - სად მოხდა შემთხვევა?

უკრაინაში, ტერნოპოლის რეგიონში, მყვინთავებმა აუზიდან სამი მოზარდის ცხედარი ამოიღეს, რომლებიც 28 იანვარს გაუჩინარდნენ. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში  განაცხადეს.

„სამი ბავშვი ყინულში გადავარდა და დაიღუპა. ადგილობრივი ტბიდან, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მყვინთავებმა სამი მოზარდის ცხედარი ამოიღეს - მოზარდების ასაკი 13,14 და 15 წელია“- განაცხადეს დეპარტამენტში.

მაშველებმა დაამატეს, რომ ბავშვები 28 იანვარს გაუჩინარდნენ. სახლიდან გავიდნენ და აღარ დაბრუნებულან.

ტრაგედიის გარემოებები დგინდება.

წყარო - primetime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა