"ცრუ სიარული საოკუპაციო ხაზთან არაფერს ცვლის" - წილოსანი ოპოზიციაზე
"ირაკლი კობახიძემ როგორც სამთავრობო პროგრამაში, ასევე მის გამოსვლაშიც ძირითადი აქცენტები გააკეთა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე, ჩვენს დებზე და ძმებზე – აფხაზებზე, ოსებზე, ამიტომ, თავისთავად საოკუპაციო პოლიტიკის განმუხტვა და რეალური პოლიტიკის გატარება მისი ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი იქნება. ოპოზიციას ვერ ვუპასუხებ ამ ყველაფერზე, რადგან მათი ცრუ სიარული საოკუპაციო ხაზთან არაფერს ცვლის, თუ საერთო სურათში ისინი ქვეყანას აზიანებენ. მხოლოდ ამ ხაზთან ჩასვლით ვერანაირ საქმეს ვერ გააკეთებენ. ამიტომ, კონცენტრირდნენ საქმეზე და არა პიარულ და პოპულისტურ ნაბიჯებზე" - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი განცხადებებზე, რომ ირაკლი კობახიძე საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის.